საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩავარდნაში ტერაქტის კვალს გამორიცხავს, თუმცა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ავიაკატატსროფა "სიმბოლურ ადგილზე" მოხდა.
"დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა სიმბოლურია, რომ პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და მაშინ როდესაც პოლონეთის პრეზიდენტი კატინში გმირულად დაღუპული პოლონელი ჯარისკაცების პატივის მისაგებად მიემგზავრებოდა", _ განაცხადა ბარამიძემ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში და აქვე განმარტა, რომ "თავის დროზე რუსმა ჯალათებმა კატინში სტალინის მითითებით ინსცენირება მოაწყვეს რასაც მრავალი ასეული პოლონელი პატრიოტი შეეწირა".
ამასთან ბარამიძის შეფასებით ლეხ კაჩინსკის დაღუპვა დიდი ტრაგედია და უბედურებაა პოლონელი ხალხისათვის, დიდი მწუხარება კი საქართველოსთვის.
"ის საქართველოს დიდი მეგობარი იყო და ყველას გვახსოვს, რომ სწორედ ის იყო ინიციატორი იმისა, რომ აგვისტოს ომის დროს ევროპელი პრეზიდენტები სოლიდარობის ნიშნად თბილისში ჩამოსულიყვნენ. მაშინ როდესაც საქართველოს რუსული თვითმფრინავები ბომბავდა და პირდაპირ გაკეთდა მინიშნება, პრეზიდენტების თვითმფრინავების შესაძლო ჩამოგდების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ პოლონელ ხალხს ლეც კაჩინსკი თავის ქვეყნის პატრიოტი, ნამდვილი ევროპელი და ის პიროვნებას იყო რომელმაც იცოდა რა არის სიკეთე რა არის ბოროტება ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე", _ განმარტა ბარამიძემ ჟურნალისტებთან.