ქვეყნის პრემიერი დონალდ ტუსკს ტირილი წასკდა როდესაც პრეზიდენტის გადაცვალების ამბავი გაიგო. Aამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
"ეს იყო საშინელება ამ ტრაგედიის შესახებ გვემცნო პრემიერის, სეიმის თავჯდოიმარისა და იაროსლავ კაჩინსკისთვის. ისევე როგორც ყველამ პრემიერმაც იტირა, როდესაც გაიგო ეს საშინელი ამბავი", - განაცხადა სიკორსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის მარია კაჩინსკის გარდა, თვითმფრინავში პოლონეთის დევნილობაში მყოფი ბოლო პრეზიდენტი რიჩარდ კაჩაროვსკი, პოლონეთის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტის დირექტორი იანუშ კუტირკა, პოლონეთის მხედრობის ეპისკოპოსი, გერენალი თადეუს პლოშკი, პლონეთის არმიაში მყოფი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მირონ ჩოდაკოვსკი და პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სლავომირ სკშიპესკი იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავმა, რომელშიც პოლონეთის დელეგაცია, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკი იმყოფებოდა რუსეთში სმოლენსკთან აეროპირში დაჯდომამდე ავიაკატასტროფა განიცადა.
თვითმფრინავში 132 მგზავრი იმყოფებოდა.
კაჩინსკი და დელეგაციეს წევრები კატინში მემორიალურ ღონისძიენბებში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდნენ.