თვითმფრივან ტუ 154-ის ბორტზე მყოფი პოლონეთის დელეგაციის წევრთა ვინაობა ცნობილია.
რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის მარია კაჩინსკის გარდა, თვითმფრინავში პოლონეთის დევნილობაში მყოფი ბოლო პრეზიდენტი რიჩარდ კაჩაროვსკი, პოლონეთის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტის დირექტორი იანუშ კუტირკა, პოლონეთის მხედრობის ეპისკოპოსი, გერენალი თადეუს პლოშკი, პლონეთის არმიაში მყოფი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მირონ ჩოდაკოვსკი და პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სლავომირ სკშიპესკი იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავმა, რომელშიც პოლონეთის დელეგაცია, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკი იმყოფებოდა ავიაკატასტროფა განიცადა.
სმოლენსკის ოქლის გუბერბატორის სერგეი ანტუფიევის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.