პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სმოლენსკის ოლქთან დღეს მომხდარი ავიაკატასტროდოის მიზეზების შემსწავლელი კომისია შექმნა. კომისიას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ სმოლენსკის ოლქში ავიაკატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელიც ვარშავიდან სმოლენსკში მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე 87 ადამიანი იმყოფებოდა.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 87-ვე მგზავრი გარდაიცვალა. პოლონეთის პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია ოფიცილაურად არ ვრცელდება. ბორტზე კაჩინსკი მეუღლესთან, მარია კაჩინსკისთან ერთად იმყოფებოდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანის ინფორმაციით, ლეხ კაჩინსკი პოლონეთის დელეგაციასთან ერთად მიფრინავდა კატინში მემორიალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად