სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში მისი უწყების მისამართით გამოთქმულ შენიშვნებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება ყველა იმ ფაქტს, რაზეც უჩა ნანუაშვილი საუბრობს.
,,თითოეულ ფაქტზე მიმდინარეობს სამსახურეობრივი შემოწმება, აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება ყველა იმ ფაქტს, რასაც სახალხო დამცველი ხაზს უსვამს", _განმარტა მინისტრმა.
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კვლავ პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობა.