მაიამიში დასრულდა საერთაშორისო არტ კვირეული Miami Basel Week, რომელზედაც ქართული წარმოშობის ამერიკელმა მხატვარმა დევიდ დათუნამ წარმატებით წარადგინა თავისი ახალი ნამუშევარი „მონრო - ნოსტალგია უორხოლზე" ნამუშევარმა კრიტიკოსების და არტ კვირეულის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. დევიდ დათუნას კონცეპტუალური ნამუშევრები და მისი უნიკალური ხელწერა, ოპტიკური ლინზების გამოყენებით დიდი ხანია აღიარებულია მთელ მსოფლიოში. „მონრო - ნოსტალგია უორხოლზე" არის, ენდი უორხოლის ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის, მერლინ მონროს პორტრეტის ახლებული გააზრება.
მაიამი არტ ბაზელი არის უმსხვილესი საერთაშორისო არტ შოუ, რომელიც 1970 წლიდან ყოველწლიურად იმართება მაიამიში და წარადგენს თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებს. მასში 250 გალერეა მონაწილეობს. არტ შოუს 70 000 - მდე მაყურებელი სტუმრობს.
შარშან მაიამი არტ ბაზელზე დევიდ დათუნამ თავისი ცნობილი ნამუშევარი „ამერიკის პორტრეტი" წარადგინა. ეს არის პირველი ინსტალაცია, რომელსაც გააჩნია ინტელექტი და Google Glass -ის დახმარებით აქტიურდება. წარდგენისთანავე „ამერიკის პორტრეტი" თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ნამუშევრად იქცა.