საყრდისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
საყრდისი ააფეთქეს!!!!!!!!!! დუმს (და არაფერი უღონია) ახალი და "სიმპატიური" (ასე ამბობენ მასზე და რა შუაშია ვერ გავიგე) კულტურის მინისტრი, დუმს მთავრობა და ზოგი გვიმტკიცებს რომ ასე იყო საჭირო! დუმს ქართული კულტურული ელიტა (მაგრამ არსებობს კი ?)
ასევე "თავისით" განადგურდა ბაგრატი, "გადუბაიდდა" ბათუმი, ასევე შენდება "თურქმენული" სასახელე შუა რუსთაველზე ..... არც იმ მთავრობაში, არც ამ მთავრობაში საქართველოს კულტურის ძეგლებს არავინ იცავს განადგურებიდან....თუ პირიქით არ ემსახურებიან ამ ტოტალურ განადგურებას..... სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი რომ მე არ ვიცი სხვა ქვეყანა (და 138 მაქვს ჩემი თვალით დათვალირებული) რომელიც ასე გულმოდგინეთ ანადგურებდეს თავის წარსულს და ცივილიზაციას .... არ მინახავს მაგრამ ერთი ვიცი აფღანეთი სადაც ბამიანის ქანდაგებები ასევე ააფეთქეს.... ძეგლის აფეთქება ტალიბნების საქმეა!
რის მერე გახდა ეს ქაღთული ქცევის სტილი? როდის გავტალიბანდით ? და ვინ აგებს პასუხს მომავალ თაობების წინაშე ჩვენი კულტურის წაშლისთვის?
მაშ დღევანდელი დღე გამოვაცხადოთ საქართველოს კულტურის გარდაცვალების დღედ და ვიგლოვოთ .... სხვა რომ აღარ გვექბნება ამ დღით გავიხსენებთ რომ გვქონდა ! 14 დეკემბერი 2014 ...