საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი ეწვია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთვარობის წევრებთან ერთად დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში ჰოვიკ აბრაჰამიანი პირისპირ შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილს, რის შემდეგაც გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართება.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დღის ბოლოს საქართველოს მთავრობის მეთაური სომხეთის სამთავრობო დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
ხვალ, 12 დეკემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება, გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს, ასევე ეწვევა გრიგორიანულ ეკლესიას. სომხეთის სამთავრობო დელეგაცია
თბილისს 12 დეკემბერს დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები