ლეხ ვალენსა საავადმყოფოში მოხვდა. პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფეხი მოიტეხა. ვალენსას თქმით, ის ეკლესიიდან გამოდიოდა, როდესაც კიბეზე ფეხი გადაუტრიალდა და წაიქცა. პოლონეთის ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში ერთ კვირას დაჰყოფს. ინციდენტის გამო ვალენსამ რომში დაგეგმილი ვიზიტი გადადო, სადაც ის ნობელის პრემიის ლაურეატებს უნდა შეხვედროდა.
მასალის გამოყენების პირობები