მომავალი 20 წლის განმავლობაში რუსეთი ინდოეთში ატომური ელექტროსადგურის 12 ბლოკს ააშენებს. ამის შესახებ „როსატომის" ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო იტყობინება. მისივე ინფორმაციით, ხელშეკრულებას მხარეები ხელს უახლოეს რამდენიმე საათში მოაწერენ. პროექტი სახელმწიფო კრედიტის ხარჯზე დაფინანსდება. ახალ ენერგობლოკების მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები