უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს დონბასიდან ჯარი და ჩაკეტოს საზღვარი უკრაინასთან.
ამის შესახებ მან ავტრალიის პრემიერ-მინისტრ ტონი ებბოტთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
,,გეთაყვა, გაიყვანეთ ჯარები ჩემი ტერიტორიიდან, ჩაკეტეთ საზღვარი და გპირდებით, თუ თქვენ საზღვრებს ჩაკეტავთ, სულ რაღაც ერთი, ორი ან სამი კვირის განმავლობაში, უკრაინაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს. ყველაფერი ძალიან მარტივია." - აღნიშნა პოროშენკომ.
მისი თქმით, უკრაინა არ იბრძვის მარტო თავისი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანოიბისთვის.
,,ჩვენ ვაწარმოებთ ბრძოლას ევროკავშირის, ავტრალიის, კანადის, აშშ-სა და იაპონიის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და მშვიდობისთვის. მთელი მსოფლიო დგას უკრაინასთან ერთად." - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები