ნატოში უკრაინის გაწევრიანება რუსეთთან ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს და კრიზისს გააღრმავებს. ამის შესახებ ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა.
„მსგავსი საკითხების განხილვისას ალიანსმა უნდა იხელმძღვანელოს არა უკრაინის მიმართ სიმპატიით, არამედ არსებული რეალობით. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინის მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი,"-განაცხადა ბჟეზინსკიმ.