თურქეთი რუსეთს ბუნებრივი აირის გაიაფებას სთხოვს. ენერგეტიკის მინისტრის, ტანერ ილდიზის განცხადებით, წლის ბოლომდე ამ საკითხთან დაკავშირებით „გაზპრომთან" ორი შეხვედრაა დაგეგმილი. რუსეთი თურქეთს გაზის ტარიფის 6 პროცენტით შემცირებას ჰპირდება, თუმცა ანკარა „გაზპრომისგან" ტარიფის კიდევ უფრო გაიაფებას ითხოვს. რაც შეეხება „სამხრეთ" ნაკადის ალტერნატიული გაზსადენის მშენებლობას, ილდიზის განმარტებით, პროექტის საზღვაო ნაწილის მონაწილე მხარეები უკვე ცნობილია, თუმცა არ არის გამორიცხული, სახმელეთო ნაწილის მშენებლობაში მონაწილეობა თურქულმა მხარემაც მიიღოს.
მასალის გამოყენების პირობები