11 დეკემბერს, 09:30 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საოპერო თეატრის - მეტროპოლიტენ ოპერის დასის მენეჯერს, სტივენ ბრაუნს უმასპინძლებს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით, ცნობილი მენეჯერი საგანგებოდ იმყოფება თბილისში, რათა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ადმინისტრაციული კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და კონსულტაციები გაუწიოს. ოპერისა და ბალეტის თეატრში უკვე მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ადამიანური რესურსების მართვის, განვითარებისა და მარკეტინგის დეპარტამენტები. საკუთარ უმდიდრეს ტრადიციებზე დაყრდნობითა და მსოფლიო მასშტაბის საოპერო თეატრის გამოცდილების გათვალისწინებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დაიმკვიდრებს ერთ-ერთი მნიშვნელოვან ადგილს მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებს შორის.