პარლამენტის წინ მანანა არჩვაძე - გამსახურდიას მომხრეები ცოტნე გამსახურდიას მხარდამჭერ მიტინგს მართავენ.
როგორც მომიტინგეები აღნიშნავენ ცოტნე გამსახურდია სრულიად უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მათი თქმით, ცოტნე გამსახურდიას რეალური დაკავების მიზეზი ის გახლავთ, რომ იგი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილია.
"მათ კარგად იციან, რომ ცოტნე უდანაშაულოა. ერთადერთი დანაშაული, რომელიც ხელისუფლებას არ მოსწონს ის გახლავთ, რომ იგი ზვიად გამსახურდიას შვილია და სწორედ ამ ნიშნით იდევნება ცოტნე გამსახურდია", - აღნიშნავენ მომიტნგეები.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას, 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ცოტნე გამსახურდია ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს.