საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა მიიღო საქართველოში ავსტრალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პიტერ დოილი (რეზიდენციით ქ. ანკარაში).
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრალიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.