9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიაგო.
უწმინდესი პარლამენტის შენობასთან დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა და მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ილია მეორემ 1989 წლის ეს დღე კიდევ ერთხელ გაიხსნება და განმარტა, რომ
9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად დიდია სიყვარული ჩვენი ხალხისა სამშობლოსადმი".
"მე ვუყურებდი ამ საშინელებას და ვერაფერი შევძელი", - განმარტა უწმინდესმა.
აღსანიშნავია, რომ მემორიალთან წუხელ, 12:00 საათიდან დაიწყეს მისვლა პოლიტიკოსებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა და უბრალო მოქალაქეებმა. 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი უკვე მიაგო თბილისის მერმა გიგი უგულავამაც.