სტივენ ჯობსზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამჯერად ქალის მთავარი როლის შესრულებაზე უარი ნატალი პორტმანმა თქვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მოულოდნელი უარის მიზეზი. მანამდე სტივ ჯობსის როლის შესრულებაზე უარი ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ლეონარდო დი კაპრიომ და კრისტიან ბეილმა თქვეს. კონოსტუდია "სონის" მიერ გადაღებულ ფილმში მთავარ როლს მაიკლ ფასბენდერი შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები