რუსეთს ფრანგული სადესანტო ავიამზიდის "მისტრალისა" და მისი წარმოების დამატებითი ლიცენზიის შესყიდვა ასობით მილიონი ევრო დაუჯდება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ პოპოვკინმა განაცხადა.
რუსეთსა და საფრანეგთს შორის რუსული მხარისთვის ავიამზიდის მიყიდვის შესახებ მოლაპარაკებები 2010 წლის 2 მარტს დაიწყო. საუბარია ერთი არსებული ხომალდისა და რუსეთში "მისტრალის" კლასის სამი ავიაგადამზიდის წარმოების ლიცენზიის მიყიდვის შესახებ. მანამდე შესაძლო გარიგების ღირებულება 1,5 მლრდ ევროდ იყო შეფასებული. აქედან 400- 500 მლნ ევრო ხომალდის შესაძენად გამოიყოფა. საფრანგეთს "მისტრალის" მშენებლობა დაახლოებით 450 მლნ ევრო უჯდებოდა.
"მისტრალით" რუსეთი პირველად 2009 წლის ზაფხულში დაინტერსდა. 2010 წლის თებერვალში საფრანგეთი სამხედრო ხომალდის გაყიდვას დათანხმდა, თუმცა განაცხადა, რომ ხომალდი რუსეთს შეიარაღებისა და რადარების გარეშე გადაეცემოდა. სავარაუდოდ, რუსეთში ხომალდს "ადმირალტეისკიე ბერფი" და "ბალტიისკი ზავოდი" აშეენებს.