სკულპტორი ანიშ კაპური 2012 წლის ოლიმპიადისთვის ლონდონში 120 მეტრის სიმაღლის კოშკს _ "ორბიტას" ააგებს. ამის შესახებ ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ჟურნალისტებმა მომავალი კოშკი ეიფელის კოშკის კონკურენტად მონათლეს. კაპურის ნაგებობა პარიზის კოშკზე სამჯერ პატარა და ამერიკის თავისუფლების ქანდაკებაზე მაღალი იქნება. "ორბიტამ" ლონდონის აღმოსავლეთით სტრატფორდის რაიონის ოლიმპიურ პარკში ტურისტები უნდა მიიზიდოს.
ოლიმპიური ობიექტი 19,1 მლნ ფუნტი ეღირება. აქედან 16 მილიონს დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი მოქალაქე, მაგნატი ლაკშმი მიტალი გამოყოფს