ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველოსა და ეგვიპტის ეროვნულ მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტის ტექსტზე მუშაობა საქართველოს საელჩოს აქტიური მონაწილეობით 2012 წლიდან მიმდინარეობდა.
მემორანდუმში აღნიშნულია, რომ ეგვიპტისა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმებში დაცული კოლექციების პოპულარიზაციის მიზნით მოეწყობა გამოფენები, ჩატარდება არქეოლოგიური და საბუნებისმეტყველო კვლევები, რომელშიც ქართველი და ეგვიპტელი სტუდენტები იქნებიან ჩართული. ასევე იგეგმება წიგნების, კატალოგების, მონოგრაფიების, სტატიებისა და სხვა ბეჭდური მასალის გამოცემა.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, ეგვიპტის მხრიდან კი მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეგვიპტის ახალი მუზეუმის (GEM), ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნული მუზეუმისა და ეგვიპტის ეროვნული მუზეუმის (NMEC) გენერალურმა დირექტორებმა.
ხელმოწერის ცერემონია ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროში გაიმართა და მას სიძველეთა მინისტრი მაჰმუდ მუჰამედ ელ-დამატი და საქართველოს ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილი დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები