საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. 
 როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე რეგიონულ პროექტებზე იმსჯელეს.
მთავრობის მეთაური დაინტერესდა, რამდენად არის მზად რეგიონები ზამთრის სეზონისთვის. 
გუბერნატორებმა პრემიერ-მინისტრს ერთწლიანი მუშაობის  ანგარიში წარუდგინეს.