ფილიპინებს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. ტროპიკულმა შტორმმა "ჰაგულიტმა" 3 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ქარიშხლის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევს. სტიქიური უბედურების ზონა ბოლო 48 საათის განმავლობაში 700 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ფილიპინები დამანგრეველი ქარიშხლებისგან ყოველწლიურად ზარალდება. გასული წლის დეკემბერში ტროპიკულმა შტორმმა "ჰაიანმა" 6 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები