ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყირგიზეთის ხელისუფლებასა და ოპოზიციას დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ არ აპირებს რომელიმე მხარის მხარდაჭერას.
"ჩვენ დაინტერესებული ვართ ყირგიზეთის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებით. ყირგიზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და პატივს ვცემთ მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე მხარის მხარდაჭერას, ამიტომაც მოლაპარაკებებს ორივე მათგანთან ვმართავთ", - განაცხადა კროულიმ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი თეთრი სახლის წარმომადგენელმა მაიკლს მაკფოლიმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყირგიზეთში მომხდარ არსეულობას ანტიამერიკულ, ან რუსეთის მხარდაჭერით მოწყობილ გადატრიალებად არ განიხილავს.
"აშშ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს და რომელიმე ხელისუფლების აღიარებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია", - განმარტა მან.