ხვალ, 8 დეკემბერს საქართველოში  გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ელოდებიან.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან. 
 ეს იქნება მიმდინარე წელს ფედერალური მინისტრის რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში. როგორც ცნობილია, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 2014 წლის აპრილის ბოლოს, ფრანგ კოლეგასთან ლორან ფაბიუსთან ერთად ესტუმრა თბილისს.