დღეს, 9 აპრილს, 18:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" CATS კენტერბერის წარმომადგენლები საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამებზე არაბრიტანელი სტუდენტებისთვის საღამოს გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" CATS კენტერბერის წარმომადგენლობიდან აცნობეს, მოწვეული სტუდენტებისთვის, მათი მშობლებისა და საგანმანათლებლო სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ღონისძიებაზე განხილული იქნება საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომის, როგორც მსოფლიოში ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი პროგრამის უპირატესობა.
საღამოს CATS კენტერბერის ხელმძღვანელი მარი-ლუის ბენინგი უმასპინძლებს, რომელიც საერთაშორისო საბაკალავრო დიპლომისა და CATS კენტერბერიში სწავლების სპეციფიკაზე პრეზენტაციას გამართავს. ასევე სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაციას მიაწოდებს.