საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით, ფონდი "ქართული გალობა" 7 დეკემბერს ქალაქ რომში საზეიმო კონცერტს, "ქართული პოლიფონია - კაცობრიობის განაძური" - გამართავს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ემიგრანტები მიიღებენ.
როგორც "ქართული გალობის" ოფისში გამართულ დღვანდელ პრესკონფერენციაზე, ანსაბლ "რუსთავის" დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა განაცხადა, ღონისძიების ორგანიზებაში საქართველოსთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ასევე, დასავლეთ ევროპის, ავსტრია-გერმანიის და ბელგიის ეპარქიები.
"კონცერტში მონაწილეობას მიიღენებ 7 ქვეყნის წარმომადგენელი გუნდები, რომელიც დაკომპლექტებულია ქათველი ემიგრანტებისაგან. ვფიქრობ, დიდი საქმე კეთდება, ვინაიდან ეს ღონისძიება პირველად ტარდება. მოგეხსენებათ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემანულეები მძიმე შრომას ეწევიან, ამიტომ მათი სულიერების ამაღლებისათვის მსგავი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.გარდა ამისა, ეს კონცერტი ქართული სიღერას, ცეკვასა და გალობას ევროპაში პოლუპარიზაციას გაუწევს" - განაცხადა არზორ ერქომაიშვილმა.
ფონდი "ქართული გალობა" საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და მეცენატ ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით 2012 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს ქართული კულტურისა და ხელოვნების ტრადიციული დარგებისა და ქართული სიმღერა-გალობის მხარდაჭერა.
დაარსებიდან დღემდე, ფონდმა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი პროექტი განახორციელა.