,,ნაცმოძრაობა" ზურაბ ჯანყარაშვილის გადაწყვეტილებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ მათ მიერ გაკეთებული განცხადებებს უკავშირებს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა ჯანყარაშვილი, რომელიც კორუფციაში იყო ჩაფლული არ შეიძლება რაიმე თანამდებობა ეკავოს.
,,ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი განცხადებების შედეგი და აბსოლუტურად გამართლებურად მიგვაჩნია, რომ კორუფციაში ჩაფლული ასეთი ადამიანი საერთოდ არანაირ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს", _განაცხადა ნადირაშვილმა.
ზვიად ჯანყარაშვილმა ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს'' აღმასრულებელ მდივნის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ, ინფორმაცია ,,ჯი-ეიჩ-ენს" ,,ქართული ოცნების" პრესამსახურში დაუდასტურეს.
თუმცა ,,ქართული ოცნების" პრესამსახურში არ ფლობენ ინფორმაციას სად აპირებს სამომავლოდ მუშობის გაგრძელებას ჯანყარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს'' აღმასრულებელ მდივნად ოქტომბერში მანამდე ჯანყარაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, რომელიც საკუთრაი გადაწყვეტილებით დატოვა.