რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიშვილი არ გადამდგარა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროს პრესსამსახურშიი განუცხადეს ამ დროისთვის დავით შავლიშვილი რუსთავის შემოვლით გზაზე იმყოფება, სადაც ბეტონის საფარის დაგება დაიწყო.
,,მინისტრი არ გადამდგრა იგი ამ დროისთვის რუსთავის შემოვლით გზაზე იმყოფება, სადაც ბეტონის საფარის დაგების სამუშაოების დაიწყო. მინისტრი დილიდან იქ იმყოფება და პირადად აკვირდება სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ რუსთავ-თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობაზე ბეტონის საფარის დაგების პროცესს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიშვილის გადადგომის შესახებ.