სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლმა, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან გამართა.
ირაკლი ალასანიამ აპატურაის პარტიის სამომავლო გეგმები და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვიათარებული მოვლენების შესახებ, ინფორმაცია გააცნო
"ვისაუბრეთ ნატოსთან ურთიერთობაზე, იმ გეგმებზე, რომლებიც ჩვენ ერთად დავსახეთ და უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს. ამასთან მისი დაინტერესება იყო, თუ როგორ მიდის შიდაპოლიტიკური პროცესები. ვისაუბრეთ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე, რომლებიც უდანაშაულო არიან დაკავებული. ნატოელი პარტნიორებიც იზიარებენ იმ აზრს, რომ აუცილებელია ის წარმოდგენები, რომელიც კიდევ უფრო გამყარდა დასავლეთში, რომ შესაძლოა საქართველოში სამართალდამცავ სტრუქტურებს პოლიტკური მიზნებსითვის იყენებდნენ, ქმედითი ნაბიჯებით აღმოიფხვრას",- განაცხადა ალასანია შეხვედრის შემდეგ.
არაოფიციალურ შეხვედრას, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე ესწრებოდნენ.