ვლადიმერ პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს საქართველოს წინა ხელისუფლების სიძულვილი აერთიანებთ. ივანიშვილს რუსეთის პრეზიდენტისადმი შიშის გრძნობა აქვს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი დროს აჭიანურებს და ელოდება, რომ რუსეთი და ამერიკა საქართველოს სამომავლო მდგომარეობის შესახებ შეთანხმდებიან, წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist-ი სარედაქციო სტატიაში "ოცნება გადაიდო"
სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება არ შეუძლი - იგი შიშობს, რომ დააპატიმრებენ.
„შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპყრობილეშია. კახა ბენდუქიძე, რომელიც რეფორმების გამტარებელი მინისტრი იყო და ყველაფერი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის თავისუფალი განვითარებისათვის, საქართველოში ვერ ბრუნდებოდა და ახლახან ლონდონში გარდაიცვალა. ეს სია კიდევ შეიძლება გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადაიქცა - ქვეყანაში არის თავისუფალი მასმედია და ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია, ანუ ის, რაც თავის დროზე მიხეილ საკაშვილის ხელისუფლებას აკლდა. როგორც კახა ბენდუქიძე ხშირად ამბობდა ხოლმე: „საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით წინ მიაბიჯებს, მაგრამ ხანდახან ფეხს ნეხვში დგამსო", - წერს გამოცემა.