ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ირაკლი ალასანიას საჯაროდ გათავისუფლების გადაწყვეტილების უკან სწორედ ის იდგა. ირაკლი ალასანიას საჯაროდ გათავისუფლება სრულიად მოეწონა კრემლს, რომელიც ქართველ თავდაცვის მინისტრს ამერიკის აგენტად მიიჩნევდა, - წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში", რომელიც ერთადერთი მიზნის - მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის დასამხობად იყო შექმნილი, ბზარები ფართოვდება.
აღნიშნულის დამადასტურებელ ფაქტად გამოცემას ირაკლი ალასანიას გათავისუფლება მოჰყავს რომელიც, ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსია.