მასშტაბური ტერორისტული აქტი ერაყში. ძლიერი აფეთქების ხმა გვიან საღამოს კირკუკის ცენტრალურ რაიონში გაისმა. დანაღმული მანქანა ეთნიკური ქურთებით დასახლებულ რაიონში აფეთქდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი მძიმედ დაშავდა. ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ტერორისტებმა დანაღმული მანქანები ბაღდადის შიიტურ რაიონში ააფეთქეს, რასაც ასევე 15 ადამიანი შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები