სომხეთის პარლამენტმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს მხარი 103 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ 7 დეპუტატმა მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობას 5 საპარლამენტო პარტია იღებდა, პარტია „მემკვიდრეობამ" კი სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. კენჭისყრა პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები