8 დეკემბერს, 16:00 საათზე, მწერალთა სახლში საქართველოს დამსახურებული მხატვრის ზაურ დეისაძის ნახატების ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
ზაურ დეისაძის შემოქმედებითი ცხოვრების ამოსავალი წერტილი და მთავარი თემა -ადამიანის მრავალსახეობისა და მრავალფეროვნებისადმი ინტერესია. სწორედ ადამიანებში პოულობს მხატვარი ახალ და ახალ იდეებს შთაგონებისათვის. ყოველთვის ცდილობს გადმოსცეს განწყობა, გარდამავალი სულიერი მდგომარეობა და შექმნას პოეტური, ლირიკული სურათი.
ქუთაისის საშუალო სკოლის დამთავრების პარალელურად ზაურ დეისაძემ დაამთავრა ქუთაისის გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლა. შემდეგ თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში: მოსკოვი 1980, 1985, 1993, გერმანია 1987, 1989, აშშ 1990 . აქვს მიღებული პრიზები და ბრინჯაოს მედალი „ადამიანი და კოსმოსი" საკავშირი გამოფენებიდან.
1986 წ. დასახელებულდა წლის საუკეთესო გრაფიკოსად. 2001 წ. გაეროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში წიგნის მხატვრულ გაფორმებაზე მიიღო პირველი პრემია. გაიმარჯვა აშშ-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში წიგნის მხატვრული გაფორმებისათვის, რის შედეგადაც დასურათებული ორი წიგნი მსოფლიოს 30 ყვეყანაშია გამოსული და გამოცემა დღესაც გრძელდება.
ზურაბ დეისაძის ნახატების ალბომი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით დაიბეჭდა.