სქურის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი წლის ბოლოს დასრულდება.
დღეს, 4 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად უშუალოდ მოინახულა ძეგლთა დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლის - სქურის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სქურის ეკლესია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჭანის წყლის ხეობაში მდებარეობს. ეკლესია სამნავიანი, დარბაზული ტიპისაა და თარიღდება X საუკუნით.