,,რუსეთმა თავის ისტორიაში საბოლოოდ უნდა ჩაკეტოს, გადააბრუნოს ოფშორული ფურცელი." - განაცახადა ვლადიმერ პუტინმა სახალხო კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას და რუსეთის მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოფშორებიდან თავიანთ კაპიტალს რუსეთში დააბრუნებენ, მათ სრული ამნისტია შეეხებათ.
,,გთავაზობთ რუსეთში დაბრუნებული კაპიტალის სრულ ამნისტიას და მათთვის, ვინც შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, განვმარტავ, თუ რა შედის სრულ ამნისტიაში.
ეს ნიშნავს, რომ თუ პიროვნება თავისი ქონების ლეგალიზებას გადაწყვეტს, ის მიიღებს მტკიცე სამართლებრივ გარანტიებს, მას არ მოუწევს სხვადასხვა ორგანოში სიარული, მათ შორის, სამართალდამცავში და არავინ გამოჰკითხავს, ამ კაპიტალის შოვნის გზებსა და წყაროებს. ის არ დაექვემდებარება სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ დევნას და მასთან საქმე არ ექნება საგადასახადო ან სამართალდამცავ სტრუქტურებს." - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებმა საბოლოოდ უნდა დაივიწყონ ოფშორები და ამიერიდან, მათი კაპიტალის შენახვის საუკეთესო გარანტად ნაციონალურ იურისდიქცია უნდა იქცეს.
მასალის გამოყენების პირობები