4 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ფოთს ეწვევა. მიხეილ გიორგაძე ვალერიან გუნიას სახ. სახელმწიფო თეატრში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის (წალენჯიხა, ჩხოროწუ, აბაშა, სენაკი, ფოთი) ფოლკლორულ ანსამბლებსა და სამუსიკო სკოლებს სხვადასხვა სახეობის 50-მდე მუსიკალურ ინსტრუმენტს გადასცემს. მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამეგრელოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძეც ესტუმრება. მინისტრი და ფოლკლორის ცენტრის დირექტორი საზოგადოებას ერთობლივ სამომავლო გეგმებს გააცნობენ. მიხეილ გიორგაძე ვალერიან გუნიას სახ.სახელმწიფო თეატრის დასსაც შეხვდება.
ამავე დღეს, 15:30 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად უშუალოდ მოინახულებს ძეგლთა დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლის - სქურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
16:30 საათზე, მინისტრი ზუგდიდში შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა და დასის წევრებს შეხვდება.
17:00 საათზე, ზუგდიდში, კულტურის ცენტრში - „ოდიში", მიხეილ გიორგაძე ცნობილი ქართველი ლოტბარისა და მომღერლის, პოლიკარპე ხუბულავას საიუბილეო საღამოს დაესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. საღამოს დასასრულს, კულტურის ცენტრის წინ გაიხსნება ქართველი ლოტბარის, პოლიკარპე ხუბულავას ვარსკვლავი.