9 აპრილს, 18:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" CATS კენტერბერის წარმომადგენლები საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამებზე არაბრიტანელი სტუდენტებისთვის საღამოს გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს"CATS კენტერბერის წარმომადგენლობიდან აცნობეს, მოწვეული სტუდენტებისთვის, მათი მშობლებისა და საგანმანათლებლო სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ღონისძიებაზე განხილული იქნება საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომის, როგორც მსოფლიოში ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი პროგრამის უპირატესობა.
საღამოსCATS კენტერბერის ხელმძღვანელი მარი-ლუის ბენინგი უმასპინძლებს, რომელიც საერთაშორისო საბაკალავრო დიპლომისა და CATS კენტერბერიში სწავლების სპეციფიკაზე პრეზენტაციას გამართავს. ასევე სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაციას მიაწოდებს.