თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები იმყოფებიან.
დელეგაციას შეხვედრები დაგეგმილი აქვთ პრემიერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან. ასევე მთავარ პროკურორთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გლდანის ციხეში მისვლაც. დელეგაციის წევრები შეხვდებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და „თვისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას. შეხვედრებზე ყურადღება ძირითადად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე გამახვილდება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრი ბორის სილევიჩი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ვიზიტის მიზანია იმ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, რომელიც აღებული აქვს საქართველოს.
მისი თქმით, ვიზიტის ბოლოს შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები