დღეს, 3 დეკემბერს, კოდირის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაცვის მხარე ქუთაისის სააპელლაციო სასამაღთლოში გაასჩივრებს.
როგორც კვიციანის ადვოკატი რევაზ კახნიაური აცხადებს, მოსამართლემ ბრალდებულისთვის მუხლის არასწორი კვალიფიკაცია მოადინა.
"ამბოხი არ შემდგარა, იყო მხოლოდ მოწოდება. მოწოდების დროს, გათვალისწინებული სხვა სასჯელი და ამბოხის დროს, როდესაც ადამიანები იღუპებიან, სულ სხვა სასჯელი. ემზარ კვიციანის იქ ყოფნის პერიოდში, არავინ არ დაღუპულა", - აცხადებს კახნიაური.
შეგახსენებთ, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს 17 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ემზარ კვიციანს სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედებოდა ბრალი. იგი სამართალდამცველებმა რუსეთიდან დეპორტაციის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.