3 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წეროვანის კულტურის სახლს ეწვევა. მინისტრი დაათვალიერებს დევნილთა დასახლებაში კულტურის სამინისტროს მიერ აღჭურვილ კინოკლუბს და წეროვანის დევნილთა დასახლების საესტრადო ჯგუფს მუსიკალურ ინსტრუმენტებს გადასცემს.
წეროვანის კულტურის სახლში სტუმრობისას, პროექტის „დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში სახელოვნებო სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობის" ფარგლებში ასევე მოეწყობა დევნილი ბავშვების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.
14:00 საათზე კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შიდა ქართლის ფოლკლორულ ანსამბლებსა და სახელოვნებო სკოლებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს გადასცემს და შეხვედრას გამართავს გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის დასთან.