დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში - შტეფან ფულეს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში - პიტერ სემნებსა და საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩს - პერ ეკლუნდს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და განათლების სფეროში განსახორციელებელ ახალ ინიციატივებს.
"ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება და იმ როლზე, რომელიც შეიძლება ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დემოკრატიული რეფორმების განვითარებისთვის შეასრულონ, რათა საქართველოში ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს", - განაცხადა შაშკინმა.