უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს ორი ყოფილი მაღალჩინოსანი მოიაზრება, ესენი არიან: ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ექს-მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.
ხვალ უკრაინის უმაღლესი რადა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. ახალი მთავრობაში ყველაზე დიდი სიახლე მის რიგებში უცხოეთის მოქალაქეების მიღების შესაძლებლობა იქნება.
ამის შესახებ უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას პეტრო პოროშენკომ ისაუბრა, თუმცა კონკრეტული გვარები და პიროვნებები არ დაუსახელებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორიფციულო ბიუროს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურები მოიაზრება, ხოლო უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს ეკა ზღულაძეს შესთავაზებენ.უკრაინული მედიის ცნობით, მთავრობის წევრობის დანარჩენი კანდიდატების მოძიებაში რეკრუტთა საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობდნენ, რომელთა მიერ სულ 24 პირია შერჩეული, თუმცა მათი ვიანობა ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. ,,ესენია ხალხი, რომელთაც ეკონომიკის, პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროში მართვის დიდი გამოცდილება გააჩნიათ. მათ შორის არიან ქართველები, ლიტველები და ამერიკელებიც" - აღნიშნა რადას დეპუტატამ იური ლუცენკომ.
მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნების ყოფილი მაღალჩინოსნებიდან უკრაინის ახალ მინისტრთა კაბინეტში, დაახლოებით ხუთი პირი მოიაზრება.
აღნიშნულ ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" არ დაუდასტურეს "ნაციონალურ მოძრაობაში" და არც მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულმა პირებმა.