ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის კულტურის მინისტრის, მადინა ოსტაევას თქმით, ცხინვალის მხარეთმცოდნეობის ახალ შენობაში მოწყობილობების დამონტაჟება მალე დარულდება, რის შემდეგაც, სამუზეუმო ექსპონატებს ჩრდილო ოსეთიდან სამშობლოში დააბრუნებენ.
,,შეიქმნა მუზეუმის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის სხდომაზეც მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ყველა ნიუანსზე ვიმსჯელეთ და ექსპონატების ჩამოტანის დეტალებიც განვიხილეთ. ჩვენი ჩრდილოელი კოლეგებიც გავაფრთხილეთ, იმის თაობაზე, რომ სამუზეუმო ექსპონატებს სამშობლოში მალე დავაბრუნებთ." - აღნიშნა ოსტაევამ.
ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამუზეუმო ნივთების შესანახად არსებული არასათანადო პირობების გამო, ხსენებული ექსპონატები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან ვლადიკავკაზში გადაიტანეს.