10-16 აპრილს თბილისში ჩატარდება ახალგაზრდული შეხვედრა თემაზე - "იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები ევროპაში~. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო ავრრცელებს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიება ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაციის "ალიანსი საზოგადოების წინსვლისათვის~ მიერ, ევროპის ახალგაზრდული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
მისი მიზანია, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ; ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში შემწყნარებლობის უნარის ამაღლებას და მათ მოტივირებას, რათა უფრო მეტად იაქტიურონ შერიგებისა და მშვიდობის დამყარების საქმეში, კონფლიქტის მეორე მხარეს მყოფ ახალგაზრდებთან თანამშრომლობის გზით.