სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემუირ იაკობაშვილი აცახდებს, რომ მერაბიშვილის "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით ამტყდარი აჟიოტაჟი მისთვის გაუგებარია. ამის შესახებ განცხადება თემურ იაკოაბშვილმა დღეს პარალმენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
იგი აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებს, რომ აგვისტოს ომის დროს თარგამაძე ოფიციალურად იყო ჩართული რუს სამხედროებთან მოლაპარაკებებში, რომელიც ტყვეების გათავისუფლებისა და დაღუპულების გადმოსვენების საკითხზე მიმდინარეობდა. შესაბამისად, იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ თარგამძესთან დაკავშირებული ინტერვიუს ნაწილზე გამოთქმული პრეტენზიები გაუგებარია.
"ასეთი მოლაპარაკებები არსებობდა და ამის შესახებ ინფორმაცია დამალული არ ყოფილა. რაც შეეხება სტალინის ძეგლს, თუ პირადად ჩემი დამოკიდებულება გაინტერესებთ, გეტყვით რომ გორში არსბეობს სტალინის მუზეუმი და ვფიქრობ ამ ძეგლის ადგილიც ამ მუზეუმშია" - აცხადებს თემურ იაკოაბშვილი.
"კომერსანტის" მიერ გამოქვეყნებულ მერაბიშვილის ინტერვიუში გაკეთებულ სხვა განცხადებებთან დაკავშირებით იაკობაშვილი კომენტარს არ აკეთებს.