"ლეიბორისტული პარტია" ყირგიზეთის სცენარის საქართველოში განმეორების თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტული პარტიის"'შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
"ყირგიზეთში განვითარებული სისხლიანი მოვლენები პირდაპირი შედეგია ბუში-მაკკეინის მიერ მოწყობილ ე.წ. ტიტების რევოლუციასა, რომელშიც ასევე მათი კარისკაცი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდა. მთელ ამ რევოლუციურ კასკადში კი, ის უკანასკნელი ერთადერთი მოჰიკანია, რომელმაც უნდა შეიგნოს, რომ თუ არ გადაგება საქართველოს უარესი ემუქრება, ვიდრე ეს ყირგიზეთში მოხდა", - აღნიშნა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დედაქალაქში შიდა არეულობის შედეგად 75 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა.