დღეს, 28 ნოემბერს,19:00 საათზე, "მწერალთა სახლში" თემურ ჩხეიძესთან შეხვედრა სახელწოდებით „პროზა სცენაზე" გაიმართება, ციკლიდან "საუბრები ხელოვნებაზე".
გამოჩენილ ქართველ რეჟისორს არაერთხელ მიუმართავს კლასიკოსების ინსცენირებისათვის, მისი შესანიშნავი დადგმები პროზაული ტექსტების თეატრის ენაზე ამეტყველების საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს.
თემურ ჩხეიძის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი მიხეილ ჯავახიშვილის პროზას უჭირავს. ლეგენდარული "ჯაყოს ხიზნების" გარდა რეჟისორს ჯავახიშვილის კიდევ რამდენიმე ნაწარმოები აქვს დადგმული.
მასვე ეკუთვნის ლეო ქიაჩელის, ფიოდორ დოსტოევსკის, ილია ჭავჭავაძის, მიხაილ ბულგაკოვის და სხვა ავტორთა პროზის სცენური ვერსიები.