"ეროვნული ფორუმის" ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, ოპოზიციური ძალების მიერ გაჟღერებულ ვერც ერთ ინიციატივებში "ერთიანობას და მის ფორმულას ვერ ხედავს".
სწორედ აღნიშნულით ხსნის შარტავა იმას, რომ "ფორუმი" არც თვითმმართველობის არჩევნებში და არც ოპოზიციური ძალების კონსულტაციებში მონაწილეობს.
"რადგან კონსულტაციებში არ ჩავერთეთ, ე.ი მისი შედეგიანობის არ გვჯერა და საერთოდ, არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. რაც ნათქვამია და მონასმენი მაქვს, იმათში ვერც ერთიანობას და ვერც მის ფორმულას ვხედავ", - განუცხადა შარტავამ ჟურნალისტებს.
ამასთან, ის ოპოზიციონერ კოლეგებს ურჩევს, ფორმულების ძიებას თავი დაანებონ და გამარჯვებისთვის რეალური ბრძოლა დაიწყონ.
"ამას კი, უპირველესად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლა სჭირდება", - განმარტა შარტავამ.